შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო

  • 2020-12-28 18:29:06

შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო.

აღსაზრდელებისთვის საახალწლო ნობათის გაცემის პროცესში მონაწილეობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ და მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ მიიღეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამანათი 524 აღსაზრდელს გადაეცემა. მშობლებმა საკვები პროდუქტების მისაღებად შესაბამის სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას უნდა მიმართოს.

სურსათის დარიგება საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხო გარემოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია პატარებს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და უსურვებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

მსგავსი პოსტები