ბათუმში , სარაჯიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

ბათუმში , სარაჯიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

  • 2020-12-28 17:13:08

სარაჯიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული ქუჩა ათეული წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, დაიწყო ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე და წყალარინების სისტემები და მიმდინარეობს ქუჩის მოასფალტება.

,,ბათუმის მასშტაბით, ათეულობით ქუჩაზე მიმდინარეობს ამჟამად ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი მსხვილი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ” - არჩილ ჩიქოვანი.

აღნიშნულ ქუჩაზე დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და ჭები, გამოიცვალა გრუნტი, მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა.

უკვე დასრულდა წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გადართვის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, დამატებით, 5 ქუჩის კეთილმოწყობაც ხორციელდება.

მსგავსი პოსტები