სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

  • 2020-12-30 15:53:36

ქედის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად, ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყო 30 000 ლარი, რომლის ფარგლებში შეძენილი სასურსათო კალათები, ოჯახებს დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

მსგავსი პოსტები