ე.წ. "ჭაობის დასახლებაში" 19 ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

ე.წ. "ჭაობის დასახლებაში" 19 ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

  • 2020-12-29 22:56:13

ე.წ. "ჭაობის დასახლებაში" 19 ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია დასრულდა ურეხის შესახვევში, სადაც უკვე მოეწყო სანიაღვრე და გარეგანათების სისტემა. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარის 2 ფენა დაიგო.

პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

,,ჭაობის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აქ სრულად იცვლება

მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა.

ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩიდან ამ ეტაპზე 16 ქუჩა გვაქვს რეაბილიტირებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქს ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ ქუჩების რეაბილიტაციას, რის გამოც გვიწევს სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვა. შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას" - არჩილ ჩიქოვანი.

მსგავსი პოსტები