შუახევში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

შუახევში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

  • 2020-12-29 15:02:22

შუახევის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო.

ამანათები აჭარის მთავრობის მიერ მომზადდა და მოწყვლადი კატეგორიის ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი.

კალათების გადაცემის პროცესში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ და აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ მიიღო მონაწილეობა.

სასურსათო კალათების დარიგება პროგრამული გახდა და 2021 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა. სასურსათო კალათები სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასევე 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადაეცემათ.

მსგავსი პოსტები