ახალსოფლის სასმელი წყლის წყალსადენისა და მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა

ახალსოფლის სასმელი წყლის წყალსადენისა და მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა

  • 2020-12-30 17:05:57

ახალსოფლის სასმელი წყლის წყალსადენისა და მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა.

სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებდა წყლის მაგისტრალის, სათავე ნაგებობისა და რეზერვუარების მშენებლობას. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დამცავი ღობე და მისასვლელი გზა.

სამუშაოებისათვის 1 622 000 ლარი დაიხარჯა.

პროექტის განხორციელებით სუფთა სასმელი წყლით მომარაგდება 900 ოჯახი.

მსგავსი პოსტები