მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

  • 2020-12-30 16:12:48

ხულოს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო.

ამანათებს აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცემს.

დღეს, სასურსათო კალათების დარიგების პროცესში ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, მერის პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად ჩაერთო. მერმა ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები მიუტანა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება პროგრამული გახდა და 2021 წლის ბიუჯეტით უკვე განისაზღვრა.

მსგავსი პოსტები