მოსახლეობის საყურადღებოდ!

მოსახლეობის საყურადღებოდ!

  • 2021-01-04 17:57:03

მოსახლეობის საყურადღებოდ!

კორონავირუსის განმსაზღვრელი ანტიგენის სწრაფი ტესტით ამბულატორიული ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 1 თებერვლამდე ანტიგენის ტესტირებას ექვემდებარება :

1. ოჯახის ექიმის ან ეპიდემიოლოგის მიერ რეფერირებული ან თვითდინებით მისული ნებისმიერი პაციენტი სიმპტომების მიუხედავად (როგორც სიმპტომებიანი, ასევე უსიმპტომო პაციენტები,) ანუ ტესტი უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიმართავს ტესტირებაზე პასუხისმგებელ დაწესებულებას და პაციენტისგან ან მისი კანონიერი წარმომადგენლისგან არ უნდა იქნას მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტი და /ან რაიმე სახის საფასური ტესტირების მომსახურების გასაწევად.

2. ტაქსის მძღოლები ყოველ 14 დღეში ერთხელ;

3. ღია და დახურული ტიპის ბაზრობების მოვაჭრეები.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად PCR ტესტირების გეგმიურ ჯგუფებს დაემატა:
რელიგიის მსახურები - ყოველ 7 დღეში ერთხელ. შესაბამისად უნდა განხორციელდეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვადასხვა კონფესიების მსახურების ტესტირება. ტესტირებას დაქვემდებარებულ ჯგუფებს განეკუთვნება არა მხოლოდ მოძღვარი, არამედ სტიქაროსნები, მედავითნეები, მგალობლები, მესანთლეები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მრევლთან.

სწრაფი მარტივი ტესტირებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა N 6, IV სართული;

2. სს,,ევექსის ჰოსპიტლები" ახალციხის რეფერაქლური ჰოსპიტლები - ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქუჩა N105 ა;

3. შპს ახალციხის კლინიკა ,,იმედი'' - ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი N3;

4. კოვიდ სასტუმრო ,,გრანდ პალასი" - ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N2 ბ;

5. სამცხე-ჯავახეთის ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება"- ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N109

ინფორმაციას ავრცელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია .

მსგავსი პოსტები