მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღის 655 აღსაზრდელს, დღეს საჩუქრად საახალწლო ტკბილეულის ფუთები გადაეცათ

მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღის 655 აღსაზრდელს, დღეს საჩუქრად საახალწლო ტკბილეულის ფუთები გადაეცათ

  • 2020-12-31 16:08:06

ქედის ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღის 655 აღსაზრდელს, დღეს საჩუქრად საახალწლო ტკბილეულის ფუთები გადაეცათ.

,,ახალი წელი ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ. წელსაც შევეცადეთ, ტრადიციულად გაგვეხარებინა ჩვენი აღსაზრდელები. ვულოცავ ყველა პატარას დამდეგ შობა-ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ფერად, საინტერესო და წარმატებულ მომავალს!“ - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

ლევან გორგილაძემ, ანზორ ბოლქვაძესთან და ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ვაიოს საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ პროექტის ,,ქედა ლიდერის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომლის ფარგლებში, ვაიოს საბავშვო ბაღის ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები, ხოლო მზის ენერგო ეფექტური წყლის გამათბობელი, ელექტრო ტექნიკა, საოფისე ავეჯი, საბავშვო წიგნები და ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები იქნა შეძენილი ახოს საბავშო ბაღისთვის.

ორივე პროექტის ბიუჯეტი 48 000 ლარია.

მსგავსი პოსტები