ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, დღეს, ოთხ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, დღეს, ოთხ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა

  • 2020-12-31 19:19:55

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, დღეს, ოთხ მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს, საცხოვრებელი ბინები გადასცა.

25 დეკემბერს, აღნიშნული ოჯახების მცირეწლოვანმა წევრებმა, საახალწლო ნაძვის ხე აანთეს და მათ სიმბოლური გასაღებები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა პირადად გადასცა.

დღეს კი, ამ ოჯახებმა უკვე ოფიციალურად მიიღეს გარემონტებული ბინები.

არჩილ ჩიქოვანმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით უკვე 17-მა ოჯახმა ისარგებლა.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები