Covid-19-ის ტესტირების ჩატარების მსურველთა საყურადღებოდ

Covid-19-ის ტესტირების ჩატარების მსურველთა საყურადღებოდ

  • 2021-01-11 15:20:14

Covid-19-ის ტესტირების ჩატარების მსურველთა საყურადღებოდ!

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 1 იანვრის N01-1/ო ბრძანების საფუძველზე:

ანტიგენის ტესტირებას ექვემდებარება როგორც სიმპტომებიანი, ასევე უსიმპტომო პაციენტები (უფასოდ, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით).

ქობულეთის მუნიციპალიტეტში COVID 19-ის ტესტირების სერვისის მიღება შესაძლებელია:

სს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალი მისამართი: ქ. ქობულეთი მ. აბაშიძის ქ. N18 10:00 სთ-დან 18:00სთ-მდე;

სს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ მისამართი: ქ. ქობულეთი თბილისის ქ. N31, სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 17:00სთ-მდე, დასვენების დღეებში 10:00 სთ-დან 13:00სთ-მდე;

ქობულეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მისამართი: ქ. ქობულეთი მ. აბაშიძის ქ. N14 მიმდებარე 12:00 სთ-დან 15:00სთ-მდე;

ქობულეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ანტიგენის ტესტირება ასევე ჩაუტარდებათ ტაქსის მძღოლებსა და ღია და დახურული ტიპის ბაზრობების მოვაჭრეებს.

მსგავსი პოსტები