სოფელ ქვედა აქუცის მოსახლეობა საავტომობილო ხიდით შეძლებს გადაადგილებას

სოფელ ქვედა აქუცის მოსახლეობა საავტომობილო ხიდით შეძლებს გადაადგილებას

  • 2021-01-09 17:22:29

მალე, სოფელ ქვედა აქუცის მოსახლეობა საავტომობილო ხიდით შეძლებს გადაადგილებას.

აქ მცხოვრები 10 ოჯახი, გარე სამყაროს ამ დრომდე საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა. საავტომობილო ხიდი ასევე, ზედა აქუცის, ვაიოსა და კვაშტის სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება.

სამშენებლო პროცესს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე გაეცნო.

პროექტის ბიუჯეტი 923 050 ლარია.

მსგავსი პოსტები