ქუთაისის ცენტრში განთავსებულ სამედიცინო კარავში მოქალაქეებისთვის სწრაფი ტესტირება ტარდება

ქუთაისის ცენტრში განთავსებულ სამედიცინო კარავში მოქალაქეებისთვის სწრაფი ტესტირება ტარდება

  • 2020-09-11 18:50:05

ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის წინ განთავსებულ კარავში, კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია.

პირველ რიგში აქცენტი კეთდება იმ პედაგოგებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ აჭარაში, ასევე იმ ადამიანებზე, ვისაც კონტაქტი ჰქონდა აჭარასთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ამასთან, სპეციალურად მოწყობილ კარავში ტესტის გაკეთება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ჩათვალოს, რომ აქვს სიმპტომები.

ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები უკვე იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში, კვლევა გრძელდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, ან სავარაუდო კონტაქტი ინფიცირებულთან, ან აქვთ რაიმე სახით გამოხატული სიმპტომები, აუცილებლად ჩაიტარონ სწრაფი ტესტი, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის დამატებითი გავრცელება.

მსგავსი პოსტები