კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტში

  • 2020-03-11 17:40:50

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გორშიც აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწევს მონიტორინგს.
ცენტრი, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, სადეზინფექციო ღონისძიებების გატარების სურვილის შემთხვევაში რეკომენდაციებით, სპეციალისტებით და სამედიცინო აპარატურით დაეხმაროს ნებისმიერ ორგანიზაციას.
ამისათვის ჯანდაცვის ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 0(370)27 46-85, 599 26 04 27.
ჯანდაცვის ცენტრი თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, ცენტრს მიაწოდონ ინფორმაცია უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული ნაცნობების შესახებ, რომლებიც არ იცავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ან არღვევენ თვითიზოლაციის წესებს.
დღეის მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 21 მოქალაქე იმყოფება. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 24 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გორში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მუნიციპალური შენობები. დღეს და ხვალ დასრულდება საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების დეზინფექციის პროცესი.
გორის მუნიციპალიტეტის 42 სკოლას, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სადეზინფექციო დისპენსერებსა და ხსნარს გადასცემს.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა.

მსგავსი პოსტები