გორის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას რეკომენდაციებს აცნობს

გორის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას რეკომენდაციებს აცნობს

  • 2020-03-06 17:54:58

გორის მერია მოსახლეობას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ორგანიზაციას მიმართავს თხოვნით, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ გასცა.

რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაციამ (როგორც სახელმწიფომ ასევე კერძომ) დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს საოფისე ფართების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

მოქალქეებმა თავი უნდა შეიკაონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

გაუქმდეს ყველა დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

დავიცვათ პირადი ჰიგიენა.

საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით, მუნიციპალური ორგანიზაციები აქტიურად ახორციელებენ სადეზინფექციო ღონისძიებებს

მსგავსი პოსტები