ეკატერინე ტიკარაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა

ეკატერინე ტიკარაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა

  • 2021-08-14 17:21:38

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა, თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სამსახურს ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი გადასცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურისთვის 8 ერთეული Mercedes Benz–ის მარკის, მაღალი გამავლობის, მანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა. სპეცმანქანები ქობულეთის რაინულ სამსახურსაც გადაეცა.

ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. ახალი სპეცმანქანების ეკიპირება რეანომობილთანაა მიახლოებული. მაღალი გამავლობა კი, აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კიდევ ერთი საიხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, მთავრობასთან შეთანხმებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილო. ხოლო, ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ტერიტორიაზე, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.

მინისტრთან ერთად ბათუმში ოფიციალური ვიზიტით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდიაც იმყოფება.

მსგავსი პოსტები