ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

  • 2021-08-24 12:23:12

ქუთაისის შემდეგ, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნა.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო და მოქალაეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმისვაქცინებით.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები