ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-10-26 19:27:16

“ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე - 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას. 

მინისტრის თქმით, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი, მომდევნო წელს, ასევე, 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს  დანარჩენ მონაკვეთებზეც.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და  მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან (ქუთაისიდან)  თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე). გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება. 

აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბარდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება. 

ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტმა არ გაივლის. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. 

მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის. 

მსგავსი პოსტები