ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-10-23 15:44:59

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ. 100 ათასილარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის – აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ჯამში 8 კილომეტრამდე სიგრძის შიდა მიმოსვლის გზა მოწესრიგდება.

სოფელ შუხუთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი პოსტები