ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

  • 2020-12-25 15:57:25

ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება.

ე.წ. გელაურის დასახლებაში, ჩაის ფაბრიკის ეზოების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს შიდა გზების მოწესრიგებას, ეზოების მოპირკეთებას, სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე დეკორატიული ფილები დაგებას. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მწვანე ზოლი და გარე განათება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოსასვენებელი ფანჩატურები და გაკეთდება პატარა საფეხბურთო მოედანი.

მსგავსი პოსტები