ხულოს მუნიციპალიტეტში 38 მიმართულებით გზა გაწმენდილია

ხულოს მუნიციპალიტეტში 38 მიმართულებით გზა გაწმენდილია

  • 2020-12-26 19:49:49

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

ამდროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გახსნილია.

შიდა სასოფლო გზებზე კი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

ამდროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში 38 მიმართულებით გზა გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.მაღალი გამავლობის ავტომანქანით გადაადგილება შეფერხებების გარეშე არის შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები