აჭარის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნაწილ COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა. ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა.
რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. სოფელ სალიბაურში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის წარმომადგენლები გაეცნენ.
სოფლად ვაქცინაციის კამპანია იმ რეგიონების მოცვას ისახავს მიზნად, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. სამიზნე აუდიტორია კი 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაა. ამ სეგმენტზე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა თებერვლის თვის განმავლობაშიც გრძელდება. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს.