წყალმომარაგების პროექტები კახეთის რეგიონში

წყალმომარაგების პროექტები კახეთის რეგიონში

  • 2022-02-11 11:55:53

კახეთის რეგიონში ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტები

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 39.6 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, რეაბილიტირდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ჭაბურღილები და მილსადენი

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო

აშენდება წყალარინების ახალი ქსელი და დაიწყება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სამუშაოები

პროექტების დასრულების შემდეგ, ყვარლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე სისტემებითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს

წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელი მატანშიც, შენდება სათავე ნაგებობა, ახალი რეზერვუარი, ეწყობა მაგისტრალური და 65 000 მშიდა ქსელი, რის შედეგადაც 4500-მდე ადგილობრივ მოსახლეს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

მსგავსი პოსტები