მუნიციპალიტეტს აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი ქონების განკარგვის წესი და პირობები (მათ შორის იჯარა), ეს ეხება საიჯარო გადასახადიდან დროებით ან სრულად გათავისუფლებას. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 

შესაძლებელია, თუ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი მმართველობითი რგოლის მიერ მიღებულია შესაბამისი ნორმატიული აქტები და წესი.

დისტანციურად გასვლის პირობებში, მოხელეს აქვს უფლება, სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისთვის გამოიყენოს სამსახურის კომპიუტერი. ორგანიზაციის კუთვნილი ტექნიკის ბინაზე გატანის პირობები და წესი უნდა რეგულირდებოდეს ორგანიზაციის შიდაგანაწესით ან რეგლამენტით, 

თუ დოკუმენტურად მტკიცდება, რომ მოხელეს შესრულებული აქვს 8 საათიანი სამუშაო დღე, მაშინ დამატებითი დავალება ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. 

საჭიროა შენაგანაწესის ცვლილება და ისეთი საკითხების ნორმატიული რეგულირება როგორიცაა ორგანიზაციის ქონების (კომპიუტერი, პრინტერი) ბინაზე გატანა, სამუშაო დროის აღრიცხვის ელექტრონული უწყისი, ელექტრონული ხელმოწერა და ა.შ.

თვითიზოლაციაში გადასვლისას, მოხელე გადადის მუშაობის დისტანციურ ფორმაზე, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია,  მას მიეცემა ავადობის შვებულება და განისაზღვრება მოვალეობის შემსრულებელი (თუ ასეთი უკვე არ არის განსაზღვრული კანონით ან რეგლამენტით)

იმისათვის, რომ საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების სხდომა ჩატარდეს ვირტუალაურად, რომელშიც საკრებულოს წევრები მონაწილეობას მიიღებენ დისტანციურად, საჭიროა საკრებულოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა და განსაზღვრა - რა შეთხვევაში ტარდება ბიუროს და კომისიის სხდომები დისტანციურად/ვირტუალურად, როგორ ხდება ასეთი სხდომის მართვა, კენჭისყრა, სხდომის ოქმის წარმოება და, კენჭისყრის პროცედურები. ასევე, კომისიის სხდომის შეთხვევაში, როგორ ტარდება ფარული კენჭისყრა და ა.შ.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომას, - დისტანციურად (ვირტუალური წესით) საკრებულოს სხდომის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლის 26-ე მუხლის მეხუთე პუნქტი, იმპერატიულად განმარტავს, რომ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი“. ამ პუნქტში გამოყენებულია სიტყვა „ესწრება“ (და არა „მონაწილეობს“) რაც ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია საკრებულოს წევრის დარბაზში ფიზიკურად ყოფნა. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვირტუალურად შეკრებილი საკრებულოს სხდომა ვერ იქნება ცნობილი უფლებამოსილად.

უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსეობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.

მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები.

არ გახვიდეთ გარეთ

არ მიიღოთ სტუმრები

ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.

იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.

ხშირად გაანივეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით და კარით.

არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.

 შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ოთახის პირობებში.

მიიღეთ ოთახის ტეპმერატურის სითხეები ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკუნრალობის გადაწყვეტილება მიიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლზე.

ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში.

თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.

თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახირება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელი ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.

თუ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.

სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული შემდეგი ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება: 

ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;

სამედიცინო პერსონალი

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები და სხვა.

დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9

 სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.

დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში.

https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066

დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.

საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე  დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.

გადადით თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირადი ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.

დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში,  შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112

სამთავრობო ცხელი ხაზი-144

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001

ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.

ხშირად დავიბანოთ ხელები და ჩავიტაროთ დეზინფექცია. ასევე მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დავიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია და შესაძლებლობის ფარგლებში შევეცადოთ არ ვიმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კორონავირუსის ახალი შტამი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით , მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებითა და დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა ხველებისა და ცემინების დროს.
 

სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი.
ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დაავადებულთა უმეტესი ნაწილი არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობასა და სტაციონარში მოთავსებას.

სიმპტომების გამოვლენას შეიძლება დასჭირდეს 2 დან 14 დღემდე პერიოდი, ადრეულ ეტაპზე პაციენტმა სიმპტომები შესაძლოა მიამსგავსოს გაციებას ან ჩვეულებრივ გრიპს. დაავადების სიმპტომები, მკურნალობა და ვადები განსხვავდება მიმდინარეობის მიხედვით.

თუ ვერ მიიღეთ პასუხი მოგვწერეთ