ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ, ბანკის, საჯარო სკოლის, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, კვების ობიექტებისა და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დამუშავდა.
,,ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავიწყეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია. სპეციალისტების მიერ განსაკუთრებით ის ადგილები დამუშავდა, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილდება. სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბნებშიც გაგრძელდება – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.