გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპზეც აგრძელებს

გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპზეც აგრძელებს

  • 2020-12-28 15:05:52

გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპზეც აგრძელებს.

დაწესებული შეზღუდვების გამო უსახსროდ დარჩენილი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამიოყო.

აღნიშნული თანხით 50 ლარის ღირებულების სურსათის პაკეტებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 ათასი ოჯახი მიიღებს.

უწყება სხვადასხვა ორგანიზაციებისგანაც ელოდება შემოწირულობას. პროდუქტი გადაუნაწილდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ.

გორის მერია დიდ მადლობას უხდის აღნიშნულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და ქველმოქმედებისთვის.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები