პანდემიისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, რუსთავში ახალი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა.
საწარმოში, რომელიც 4 თვეში აშენდა, 4000 ადგილობრივი დასაქმდება.
კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.
„ქართლი ტექსტილი“ არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც „აჭარა ტექსტილის“ ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში. ეს არის უკვე მე-4 საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე.
კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.