ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით შეჩერდება.
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება.
დაინტერესებულმა პირებმა სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.
აღსანიშნავია, რომ ხვალიდან მუშაობას ასევე, დროებით აჩერებს თბილისის საჯარო ბაგა ბაღები.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.