ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ კერძო სექტორის მხარდაჭერით, რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა.
აქციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული და რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა და რუსთავის მერის მოადგილემ, რეგიონის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში, მოსახლეობის დახმარების პროცესში მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ გლობალური გამოწვევის პერიოდში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
სასურსათო პაკეტებს რუსთავის გარდა, გარდაბანში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, სულ 200 ბენეფიციარი მიიღებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.