კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
მერიის მობილური ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი ეკიპირებით არიან აღჭურვილნი, სადეზინფექციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე ატარებენ.
დღეს სპეციალური ხსნარით სავაჭრო ობიექტებთან მისასვლელები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები დამუშავდა. ანალოგიური ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სპეციალისტთა რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
,,გთხოვთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გავუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს’’, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.