2020 წელს განხორციელებული პროექტები გურიის რეგიონში  პროექტები

2020 წელს განხორციელებული პროექტები გურიის რეგიონში პროექტები

  • 2020-12-31 17:53:46

2020 წელს განხორციელებული პროექტები გურიის რეგიონში

პროექტები:

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა. თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მლნ ლარი დაიხარჯა;

გაიხსნა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - 60 ჰექტარზე გაშენებული, იგი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს;

გაიხსნა საფეხბურთო აკადემია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში. გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა. აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს. შენობის რეაბილიტაციის, ინვენტარით აღჭურვის, მოედნის განათებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა;

დასრულდა დაბა ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა;

დასრულდა ქალაქ ოზურგეთში, ჭანტურიას ქ. N1-ში მდებარე ისტორიული მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 1 480 000 ლარი;

ქალაქ ოზურგეთში, შპს „ბიომედიკა გეორგიას“ ლაბორატორია გაიხსნა, სადაც „კოვიდ 19“ დიაგნოსტირება „ოქროს სტანდარტით“, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით მიმდინარეობს. ლაბორატორიაში საანალიზო მასალა რეგიონის ცხელების ცენტრებიდან შედის და კვლევა მიზნობრივ ჯგუფებს უტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით.

დასრულდა დაბა ბახმაროს ელექტრო მომარაგების 0,4 კვ ძაბვის ქსელის მოწყობისა და ინდივიდუალირი გამრიცხველიანების სამუშაოები. პროექტის ღირებულება - 3 133 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩების და ბულვარზე გასასვლელების მოწყობის და რეკონსტრუქციის სამუშაოები. პროექტის ღირებულებაა 5 052 000 ლარი.

მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარია, სამუშაოები 2021 წელს დასწრულდება.

დაიწყო დაბა ბახმაროში, მცირე სკვერისა და დასასვენებელი პარკის მშენებლობა. პროექტის ღირებულება - 1 294 000 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით, რეგიონის მასშტაბით განხორციელდა:

20 მილიონამდე ლარის ღირებულების 60 პროექტი;

57 კმ-მდე სიგრძის გზების რეაბილიტაცია;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 37 182 გრძ.მ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 5 500 გრძ.მ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 14 401 გრძ.მ.

3 მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია ქ. ლანჩხუთში;

საფეხმავლო ბილიკების და გარე განათების მოწყობა;

სანიაღვრე არხების მოწყობა. (ქ. ლანჩხუთის 13 ქუჩა);

5 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები;

დაიწყო დაბა ნასაკირალის სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები;

დასრულდა ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია;

დასრულდა სოფელ ახალშენში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები;

დასრულდა სოფელ ზემო ფარცხმაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები;

დაიწყო სოფელ ხიდისთავში წყლის სისტემის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები.

სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია:

ქალაქ ლანჩხუთში 2 სტადიონის მოწყობა;

დაბა ჩოხატაურში 2 ერთეული სპორტული მოედნის მოწყობა;

სოფელ ხევში და ხიდისთავში სპორტული მოედნის მოწყობა;

დაბა ჩოხატაურში სპორტდარბაზის რეაბილიტაცია.

მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა 547 000 ლარის ღირებულების პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში დაიგო 1,8 კმ ბეტონის საფარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 190-მდე სოფელში დაფინანსდა მოსახლეობის მიერ შერჩეული 336 პროექტი, ჯამში განხორციელდა 3 626 000 ლარის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 100%-იანი თანადაფინანსებით შედის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში და აორმაგებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბეტონის გზების დაგება, გარე განათების მოწყობა, წყაროების, სასმელი წყლის სისტემების, სპორტული მოედნების, ამბულატორიების, სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია.

განთლების ინფრასტრუქტურის განახლება

დასრულდა:

სოფ. ბახვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 015 015 ლარს შეადგენს;

სსიპ - ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მესამე კორპუსის რეაბილიტაცია და ამავე სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 3 433 832 ლარს შეადგენს;

მიმდინარეობს და 2021 წელს დასრულდება 5 საჯარო სკოლის მშენებლობა, პროექტების ჯამური ღირებულება 18.5 მლნ. ლარია;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - შრომის თემში, ეკალდიდის (60 მოსწავლეზე გათვლილი) საჯარო სკოლა; დაბა ნასაკირალის(600 მოსწავლეზე გათვლილი) საჯარო სკოლა; დაბა ურეკის (450 მოსწავლეზე გათვლილი) საჯარო სკოლა;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - სოფ. გუთურის (150 მოსწავლეზე გათვლილი) საჯარო სკოლა; ერკეთის საჯარო სკოლა(90 მოსწავლეზე გათვლილი);

დაიწყო და 2021 წელს დასრულდება 7 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 1 სკოლის მშენებლობა, პროექტების ჯამური ღირებულება 20,6 მლნ. ლარია;

ლანჩხუთი - ქ. ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის, სოფ. ლესის საჯარო სკოლისა და ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის კორპუსის სრული რეაბილიტაცია;

ჩოხატაური - ბუკისციხის, ვანზომლეთისა და სამების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია; სოფ. ჩხაკაურაში სკოლის მშენებლობა;

ოზურგეთი - სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და სოფელ მერიის საჯარო სკოლის სპორტდარბაზის რეაბილიტაცია;

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფოს მიერ რეგიონის მასშტაბით დაფინანსდა 2 674 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 60-მდე სკოლაში. მოეწყო სველი წერტილები და შეიცვალა დაზიანებული სახურავები.

კოლეჯ ჰორიზონტის არეალის გაფართოება:

დასრულდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გორაბერეჟოულის კოლეჯის მშენებლობა, პროექტის ღირებულება 1 955 000 ლარს შეადგენს. გორაბერეჟოულის კოლეჯში ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულების პროგრამების განხორციელება იგეგმება.

დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო (კოლეჯი) დაწესებულებისათვის დიზაინ ბილდის კონცეფციით ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა, პროექტის ღირებულება 2 499 500 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია:

მიმდინარეობს ბაღის მშენებლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში. პროექტის ღირებულება 734 000 ლარს შეადგენს;

დაიწყო ბაღის მშენებლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (საჭამიასსერი) და 2021 წლის დასაწყისში დაიწყება 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (სუფსა, ხაჯალია);

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით რეაბილიტირდა 1 საბავშვო ბაღი სოფელ ხვარბეთში, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 21 საბავშვო ბაღში, პროექტების ჯამური ღირებულება 335 000 ლარს შეადგენს.

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულდება:

2020 წლის ზაფხულში დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც საპილოტედ ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პროექტი მოიცავს 49 დასახლებულ პუნქტს. ინტერნეტით ისარგებლებს 28 576 მოსახლე.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდა:

8 მილიონი ლარის ღირებულების 109 პროექტი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 1 600 000 ლარის ღირებულების 32 პროექტი;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 5 100 000 ლარის ღირებულების 47 პროექტი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 1 300 000 ლარის ღირებულების 30 პროექტი;

10 ერთეული ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია, პროექტების ჯამური ღირებულება 2 150 000 ლარს შეადგენს;

9,5 კმ. ბეტონის გზების მოწყობა (ჩოხატაური 1550 გრძ.მ. - ოზურგეთი 8 000 გრძ.მ); გზების მოწყობა მიმდინარეობს ლანჩხუთში;

სანიაღვრე არხების, დამცავი კედლებისა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის 26 პროექტი, ჯამური ღირებულებით 2 137 000 ლარი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებული 61 ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია (721 129 ლ) და 21 ოჯახისათვის სახურავის მასალის მიწოდება135 467ლ).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებული 19 ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია (110 000 ლ) და 70-მდე ოჯახისათვის სახურავის მასალის მიწოდება (251 842ლ).

მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა 3,5 მილიონამდე ღირებულების 69 პროექტი, განხორციელდა:

ქ. ოზურგეთის ქუჩების, ლიხაურისა და გურიანთის საუბნო გზების რეაბილიტაციის 9 პროექტი, შესრულდა 720 000 ლარის სამუშაოები;

ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, მეცნიერების ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები (141 000 ლ);

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის, ლიფტის მონტაჟის, საკანალიზაციო სისტემისა და ფასადების რეაბილიტაციის 9 პროექტი, ჯამური ღირებულებით 804 000 ლარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ნატანების (მე-17 ბრიგადა) სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები (163 000 ლ);

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით - 210 000 ლარი;

ქ. ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეზოს კეთილმოწყობისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები(123 000 ლ);

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, გურიის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:

დასრულდა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს. საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი და ქვემო შუხუთზე გადის. პროექტის შესაბამისად გაკეთდა 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 16 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძი (გზაგამტარი), წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელები;

დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის I და III ლოტით მიმდინარე სამუშაოები და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება II ლოტით მიმდინარე სამუშაოები. ჯამში დაიგება 16.03 კმ გზის საფარი, პროექტების ჯამური ღირებულება 12 144 000 ლარს შეადგენს.

დასრულდა ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის 1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა ქალაქის ტერიორიაზე გადის და უერთდება სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის წრიული მოძრაობის მოედანს. განხორციელდა 2 943 775 ლარის სამუშაოები;

განხორციელდა გურიის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა გზების ცალკეული მონაკვეთების პერიოდული შეკეთების სამუშაოები. ჯამში რეაბილიტირდა 65,12 კმ გზის მონაკვეთი, შესრულდა 12 მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები;

დაიწყო შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-45) ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 20,03 კმ-იანი (კმ13-კმ32.6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება - 18 811 888 ლარს შეადგენს.

წყალმომარაგება:

დასრულდა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის, სრული ან ნაწილობრივი-რეაბილიტაციის პროექტები:

ქ. ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების სამუშაოები - (მესამე ეტაპი), პროექტის ღირებულება -1 147 000 ლ;

დაბა ლაითურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -4 700 000 ლარი;

ანასეულის უბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია,პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარი;

ქალაქ ლანჩხუთის დუმბაძის, ბარათაშვილის და ჩხაიძის ქუჩების წყალსადენის ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები (მეოთხე ეტაპი) 233 000 ლარი, 80 ოჯახი.

ქ. ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩის წყალარინების ქსელის მოწყობა (L=1338 მ), პროექტის ღირებულება - 624 000 ლ;

გვიმბალაურის (170ოჯახი), ღრმაღელის(250), სუფსის (170) და ჩოჩხათის(290) ადმინისტაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება - 1 101 329 ლ.

2020 წელს მიმდინარეობდა და 2021 წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემების სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია შემდეგ დასახლებებში:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის ვაკიჯვარის, ბახვის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 6,9 მლნ. ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ წყალმომარაგების პრობლემა 2000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება;

ბახმაროში დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტირების სამუშაოები. პროექტირების სამუშაოების ღირებულება 742 500 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დაიწყო:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში „წვერმაღალას“, „წერეთლის“, „სანერგეს“ უბნებისა და მე-13 ქუჩის წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტირება-მშენებლობა. პროექტის ღირებულება 5,414,414 ლ.

ქ. ოზურგეთში ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია - განვითარების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა. პროექტის ღირებულება 988,248 ლ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელი ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, პროექტის ღირებულება 3,705,182 ლ.

გამოცხადდა ტენდერი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის პროექტზე;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის, ჩოჩხათის, ჯურუყვეთისა და აკეთის თემის სოფლების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა - რეაბილიტაციის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გაზიფიცირება:

მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში:

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 35 დასახლებულ პუნქტში;

აშენდა 566 396 გრძივი მეტრი გაზსადენი და 7437 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით;

სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში აშენდება 73 643 გრძივი მეტრი გაზსადენი და 928 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

2020 წელს ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაიწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა:

დაფინანსდა 500 000-მდე ღირებულების სამუშაოები;

დაფინანსდა 2 პროექტი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში შიდა სასოფლო საუბნო გზის (ჩაის გზა) რეაბილიტაციის სამუშაოები;

დაბა ჩოხატაურში ახალი რეკრეაციულ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის (დაბის ცენტრში, მდინარე ორპირას კალაპოტის რკ/ბეტონში მოქცევა და რეკრეაციული ზონის შექმნის) სამუშაოები.

მუნიციპალიტეტების მიერ მოპოვებული გრანტით განხორციელდა:

მიმდინარეობს გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმების შემუშავება. პროექტის ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს (ევროკავშირის გრანტი);

მოეწყო აცანის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ცენტრები, ჯამური ინვესტიცია 33 000 ლარს სეადგენს;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ, შესყიდულ იქნა წყლის სპორტის (ჯომარდობა) ინვენტარი. (2 ნავი, სამაშველო ჟილეტები, კარავი და სხვა ინვენტარი) პროექტის ღრებულება - 26 000 ლარი;

განხორციელდა დაბა ბახმაროში, ცხრაწყაროს ტერიტორიაზე და ცხრაწყარო-ბახმაროს გზაზე ე.წ. „ლაშეს“ ღელეს ტერიტრიაზე საპიკნიკე ადგილების, სავაჭრო დახლების მოწყობა, პროექტის ღირებულება 66 000 ლარს შეადგენს.

პანდემიის პირობებში გურიაში მცხოვრები პირებისთვის უფასო PCR ტესტირება ხელმისაწვდომი გახდა შპს „ბიომედიკა გეორგიას“ ლაბორატორიაში. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის საშუალებით კი კორონავირუსზე უფასო დიაგნოსტიკა რეგიონის მასშტაბით „მედალფას“ კლინიკებსა და შპს " ჯანმრთელობის სახლი გურიაში". აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეეებმა მიიღეს კომპენსაციები, ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გაეწიათ ფერმერებს და მეწარმეებს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის დარიგდა სასურსათო კალათები. არ შეჩერებულა არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი.

მსგავსი პოსტები