2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 870 000 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.
მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობენ:
ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები;)
შშმ პირები
დიალიზზე მყოფი პირები
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას;)
დედ-მამით ობოლი ბავშვები
ვეტერანები
მრავალშვილიანი ოჯახები
ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები
მარტოხელა მშობლები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლები
უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა)
ყოფილი მსჯავრდებულები
სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი)
ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
ბენეფიციარები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს მიეკუთვნებიან, გორის მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობას 2021 წელსაც შეძლებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.