შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორნითლოში იმყოფებოდნენ და ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცეს. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელი ღასან ხალილი.
,,სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭირდო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთის, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით.
მადლობას ვუხდი UNICEF-ის წარმომადგენლობას გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის." აღნიშნა სიმონ გულედანმა.
დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.