გორის მუნიციპალიტეტში 8 ახალი მასშტაბური, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება

გორის მუნიციპალიტეტში 8 ახალი მასშტაბური, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება

  • 2021-01-13 18:37:27

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 8 ახალი მასშტაბური, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება.

მათ შორის, სამი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უკვე მიმდინარეობს ტენდერი.

მალე დაიწყება:

ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია

სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

წმინდაწყლის დასახლებაში სადრენაჟე სისტემის მოწყობა (გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე)

ჭალის დასახლებაში FIFA-ს სტანდარტების დაცვით ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა

გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია (მონაკვეთი ქუთაისის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე)

ქორდში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ხაჩიურების უბანი)

ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

კვარხეთიდან ზერტამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გრძელდება 2020 წელს დაწყებული ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

ესენია:

შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია

ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია

ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაცია

წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ხიდისთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელებული 13 პროექტის ჯამური ღირებულება 8 274 392 ლარია.

მსგავსი პოსტები