კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქმისწარმოების ახალ სისტემაზე გადადის. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 6 ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს განცხადებების შეტანა 24-საათიან რეჟიმში ელექტრონული ფორმით შეეძლებათ. ხელზე განცხადებების მიღება კი, 13:00 საათამდე იწარმოებს. განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zugdidismeria@gmail.com
ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მომართონ ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის MSDA-ს ელექტრონული განცხადებების პორტალის MS.GOV.GE-ის გამოყენებით.
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“,- აღნიშნულია განცხადებაში
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.