კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერიამ ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩების რეაბილიტაციის შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 302 050 ლარია.
გზის სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, რომელიც არასოდეს ყოფილა მოასფალტებული. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები. ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული, კერძო საცხოვრებელი ბინების გარდა დგას 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს.
ამორტიზებული გზები აფერხებს ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს უჭირთ გადაადგილება. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.