ქ. ოზურგეთში, თენიეშვილის ქუჩის N12-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის მოწყობა დასრულდა.
სამუშაოები ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ დაათვალიერეს.
პროექტი შ.პ.ს. „პალადამ“ შეასრულა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 395 ლარით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერმა, იმავე კორპუსის მაცხოვრებლებს გასულ წელს შენობის ფასადის რეაბილიტაცია დაჰპირდა, სადაც უამინდობის დროს, წვიმა კედლებში აღწევდა და საცხოვრებელ ბინებს აზიანებდა.
მერიამ ადგილობრივებს ეს
პრობლემაც მოუგვარა.
სამუშაოების ღირებულებამ 145 593 ლარი შეადგინა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.