გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

  • 2021-01-21 12:42:23

გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“ - განხორციელება საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით. პროექტი სამწლიანია და მისი საქმიანობის არეალი გურიას, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს მოიცავს. პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება, სექტორთა შორის პარტნიორობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით. ყოველივე ეს კი სამიზნე რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება. ინიციატივა დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ქალებს და შეჭირვებულ ოჯახებს, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, რომელთა მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგრანტო პროგრამის სახსრებით მოხდება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. განაცხადის ფორმა: http://bit.ly/3nQcWbG დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ელ.ფოსტა: revishvili@gmail.com ტელ: 599 981898

მსგავსი პოსტები