კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია (2 406.9 მლნ აშშ დოლარი).
ადგილობრივმა ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდა მიუთითებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის სისწორესა და თანამიმდევრულობაზე. შეზღუდვების მიუხედავად, არც ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოს ფუნქციონირება არ შეუჩერებია და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში შესაძლებელი გახდა ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დაყვანა .
პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის შემცირებისა და ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სისტემატური თანამშრომლობა კერძო სექტორთან საინფორმაციო კამპანიის, ყოველდღიური შეხვედრებისა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატებში.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და შვეიცარიაში. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ესპანეთში, ბულგარეთში შვეიცარიასა და გერმანიაში.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნისა და კონცენტრატების, ოქროს, ძვირფასი ლითონების მადნისა და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის ექსპორტი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.