საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება. პრემიერის შეფასებით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ამ პროცესში მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე. მთავრობის მეთაურმა და თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომის შესახებ, რომელიც პანდემიის გამო დროებით გადაიდო.
გიორგი გახარიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.