ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215 -მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 71, იმერეთში - 191. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში - 29. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 520 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 2 212”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.