იწყება მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი

იწყება მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი

  • 2021-01-09 14:48:11

მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს, გაიცემა 1 200-ლარიანი დახმარება (200 ლარი 6 თვის განმავლობაში)

კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთი ან მეტი თვე არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით უნდა მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

ვიდეოინსტრუქცია და ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159

https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

ასევე შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს თავად გადაამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში https://www.rs.ge/kompensacia

ასევე განახლდა შემდეგი კომპენსაციების გაცემა:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, გაიცემა 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვის განმავლობაში)

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცემა 6 თვის განმავლობაში ჯამში საშუალოდ 600-ლარიანი კომპენსაცია (თვეში საშუალოდ 100 ლარი, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით - 1-წევრიანი ოჯახი იღებს 70 ლარს, 2-წევრიანი ოჯახი 90 ლარს, 2 წევრზე მეტის შემთხვევაში, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა + 35 ლარი).

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ჯამში დაერიცხებათ 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე)

2020-2021 წლებში, ანტირკიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეთა დახმარებაზე ჯამურად მიიმართება 610 მლნ ლარზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები უკვე გაიცა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდათ 28 ნოემბერს დაწესებული დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად. კომპენსაცია მიიღო 120 407-მა პირმა და ჯამური თანხა 35.6 მლნ ლარზე მეტია.

გარდა ამისა, მოქალაქეებს პირველ ეტაპზე დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი, ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში კი, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის განმავლობაში გრძელდება (ნოემბერი-თებერვალი) - სარგებლობს საშუალოდ 2.5 მილიონი მოქალაქე. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მსგავსი პოსტები