ბერდია სიჭინავა - ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 489 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839nკვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 331, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 103, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 151, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 921, აჭარაში - 359, იმერეთში - 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში - 364, აჭარაში - 92, იმერეთში - 213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 18, იმერეთში - 34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211 - თბილისში, 455 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 45, ხოლო იმერეთში - 64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 235 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 703 პირი, აჭარაში - 1 958, იმერეთში - 2 497”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.