2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები გაიზარდა:
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 240 ლარი;
70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.
► პენსიები 20 ლარით 2020 წელსაც გაიზარდა, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით.
აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რაც ნიშნავს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით პენსიების ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდას.
2021 წლის ბიუჯეტით, 2021 წლის იანვრიდან ასევე გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით.
მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წელს მასწავლებელთა ხელფასი 1030-დან - 2000 ლარამდე იქნება;
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ მასწავლებლებზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;
2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით.
2020 წლიდან გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 100 ლარით.
COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზრდა 50%-ით.
2020 წლიდან გაზრდილია ჯარისკაცების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე.
2020 წლიდან გაიზარდა პოლიციელების და მეხანძრე-მაშველთა ანაზღაურება 125 ლარით, გაორმაგდა მაშველი-მყვინთავების ანაზღაურება.
► 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასები არ იზრდება.