პანდემიის პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა და მათი საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნების ორგანიზება.
ეპიდემიის გავრცელების პირველივე ეტაპზე გადაიდგა პრევენციული ნაბიჯები:
დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიკაცია, მათთან მუდმივი კომუნიკაცია და დახმარების აღმოჩენა. ადგილზე დახმარება გაეწია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს 23 296 მოქალაქეს.
ჩაკეტილი საზღვრების პირობებში სახელმწიფოს ორგანიზებით შესრულდა 74 რეისი, მსოფლიოს 27 ქვეყნიდან (მათ შორის პანდემიის აფეთქების საწყის ეტაპზევე პანდემიის კერებიდან) - სამშობლოში 22 862 ადამიანი დაბრუნდა.
მუშაობის საგანგებო 24-საათიან რეჟიმზე გადაეწყო როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ასევე საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები; ამუშავდა დამატებითი, 24-საათიანი ცხელი ხაზის ტელეფონები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, განხორციელდა საგრანტო პროექტი - პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა. გამოვლინდა 45 გამარჯვებული მსოფლიოს 19 ქვეყნიდან.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.