გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გიორგი შინჯიკაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე-ტარიელ ჯანხოთელი და მერიის სამსახურები ადგილზე გაეცნენ.
ხუთი სოფლის-მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი, დასკვნით ფაზაშია. სათავე ნაგებობაზე უკვე დასრულდა, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატორო სისტემის მშენებლობა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემების მოწყობა. ასევე, დასრულებულია სოფლებში სასმელი წყლის შემკრები ავზების მშენებლობის პროცესიც. უახლოეს, პერიოდში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპზე, რაც სოფლების შიდა დაქსელვისა და 35 000 ათასი აბონენტის გამრიცხველიანებას მოიცავს.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სოფელ მუღანლოში მიმდინარე ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. სამშენებლო სამუშაობის ფარგლებში ადგილზე 2 კილომეტრი სიგრძის ასფალტის საფარი ეწყობა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.