მარნეულში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.
მარნეულის მერის მოვალეობის შემრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ილია თამარაშვილთან და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთნ ერთად ახლადშექმნილი მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ფერმა ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული.
მოგახსენებთ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის შექმნისა და განვითარებისკენ მიმართონ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 47 მლნ ლარზე მეტი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.