გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება.
გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 995 350 ლარია.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრუდეს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 მეტრს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება გზის როგორც საავტომობილო ასევე საფეხმავლო ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზეც, რომელიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება, მოეწყობა ასევე სკვერი, გარეგანათება, მოაჯირი, დაიდგმება დეკორატიული სკამები.
გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთის (26 მაისის სანაპიროდან კახნიაშვილის ქუჩამდე), 2018 წელს რეაბილიტირდა. გარდა იმისა, რომ განხორციელდა საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა, ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა.
ქუჩის ორივე ნაწილის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით დაიგეგმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.