სახელმწიფო შენი სესხის გარანტორი იქნება - პროგრამა ,,საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი"

სახელმწიფო შენი სესხის გარანტორი იქნება - პროგრამა ,,საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი"

  • 2021-01-26 11:54:06

თუ გსურს ბიზნესის დაწყება ან განვითარება და სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებ, სახელმწიფო შენი სესხის გარანტორი იქნება - პროგრამა ,,საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი".

პროგრამა 2020 წლის ზაფხულში ამოქმედდა და მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

პროგრამით უკვე 174 ბენეფიციარი სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის – „სახელმწიფო-შენი პარტნიორია“ ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ ინფორმაციისა და სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები