დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოვნაცემებით, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოვნაცემებით, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზეა

  • 2021-01-26 11:22:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოვნაცემებით, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა - „ერთი წელი COVID-19-თან ერთად“.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 1 957 395 შეადგინა, რაც 100 ათას მოსახლეზე 52 662 ტესტს შეადგენს.

100 ათას მოსახლეზე ჩატარებული ტესტების მაჩვენებლით ევროპაში პირველ სამეულში შედიან ლუქსემბურგი, დანია და კვიპროსი. ამ მონაცემით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია, იტალია, შვეიცარია, ფინეთი.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 11,6%-ს შეადგენდა.

 

წყარო: imedinews.ge

მსგავსი პოსტები